სკოლა საგნებს ასწავლის. ლეტერატო — აზროვნებას.

სკოლა საგნებს ასწავლის. ლეტერატო — აზროვნებას.

თაკო რაზმაძე

დამფუძნებლის წერილი

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლეტერატოში“. ესაა აღმოჩენებით სავსე სამყარო, სადაც სწავლა და ახლის შეცნობა სახალისო თავგადასავლების წყალობით ხდება.

დღევანდელ ტექნოლოგიურ საუკუნეში, როდესაც ყველანაირი ტიპისა და ხარისხის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ხოლო რეალობა თვალის დახამხამებაში იცვლება, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები საჭირო ინტელექტით, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარებით იყვნენ აღჭურვილი. „ლეტერატო“ სწორედ ამ მისიით შეიქმნა: ჩვენი სპეციალური პროგრამით მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, შემოქმედებითი ჭვრეტისა და ინოვაციების შექმნის უნარები.

მაგრამ „ლეტერატო“ ეს არაა მხოლოდ ინტელექტუალური განვითარებისა და საგნობრივი განათლების ადგილი. ამ ყველაფერთან ერთად მოზარდები სწავლობენ ინტერპერსონალურ კომუნიკაციას, მეგობრობას, თანადგომას, ჰუმანიზმს... მათთან ერთად ჩვენც ვეძებთ ახალს, საინტერესოს, ნამდვილს და ჭეშმარიტს.

თუკი ეს ყველაფერი თქვენთვის ახლობელი და საინტერესოა, მოხარული ვიქნებით, თუკი შემოგვიერთდებით. ჩვენი კარი ღიაა ყველა მსურველისათვის. ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ჰორიზონტები!

თაკო რაზმაძე

დამფუძნებელი

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

ყველას ნახვა