top of page

leterato aziarebs



ლეტერატო რეგულარულად ეწევა კრიტიკული აზროვნებისა და წიგნიერების პოპულარიზაციას. ამავდროულად ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი მოსწავლეებიც. ნოემბერ-დეკემბერში ამ ეგიდით წამოვიწყეთ კამპანია "ლეტერატო აზიარებს", რომლის ფარგლებშიც შევიძინეთ და მოვაგროვეთ წიგნები მათთვის, ვისთვისაც ისინი ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. რამდენიმე მოზარდმა იმუშავა საყვარელ ნაწარმოებებზე, რომლის წარდგენითაც თანატოლების კითხვის მიმართ მოტივაციას გაზრდიდნენ.


ასე მომზადებული ამჯერად წინასაახალწლოდ ლეტერატო წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა. შეხვედრაზე ლეტერატოს დირექტორმა თამარ რაზმაძემ ისაუბრა კრიტიკული აზროვნების არსზე და მის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე ციფრულ სამყაროში. ღონისძიებას 40-ზე მეტი მოზარდი დაესწრო. ლეტერატოს მოსწავლეებმა თავიანთ მასპინძლებთან ერთად განათლების შესახებ დისკუსია გამართეს, შემდეგ მათ თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები წარუდგინეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.


როგორც მოსალოდნელი იყო, ლეტერატოელებმა აღმოაჩინეს, რომ ახალ მეგობრებთან უამრავი საერთო აქვთ, მაგრამ პირველ რიგში ეს კრიტიკულად აზროვნება და წიგნების კითხვის სიყვარულია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საქმეს და გვიხარია, რომ ჩვენი მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით გვიდგანან მხარში.





აღნიშნული კამპანია განხორციელდა ლეტერატოს მიერ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მეირ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებით.





Comments


Lett Square.png
bottom of page