top of page

maria baskomi da kori houqi

1_edited.jpg

მარია ბასკომი 2019 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ფულბრაიტის პროგრამაში ინგლისური ენის მიმართულებით. იყო როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრულების პედაგოგი, აქვს რედაქტორისა და მთარგმნელის გამოცდილებაც. მარია რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და საუბრობს როგორც ქართულ, ასევე ესპანურ და რუსულ ენებზე.

 

მარიას დამთავრებული აქვს აიოვას უნივერსიტეტი. მისი ჰობია ჯიუ-ჯიცუ.

ლეტერატოში მარია კორისთან ერთად უძღვება პროგრამას "წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება ინგლისურ ენაზე".

IMG_20240823_150518_003.jpg

კორი ჰოუქი პროფესიით ჟურნალისტია. იგი ფლობს არიზონას პრეს-კლუბის 2018 წლის ჯილდოს. 2013-2015 წლებში მუშაობდა მოზარდების მოხალისეობრივ პროგრამებზე პიცბურგში. 2019 წლიდან კორი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი ინგლისურ ენას ასწავლიდა როგორც მოზარდებს, აგრეთვე ზრდასრულებსაც. არის ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი.

კორი ფლობს ბაკალავრის ხარისხს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

ლეტერატოში კორი მარია ბასკომთან ერთად უძღვება პროგრამას "წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება ინგლისურ ენაზე".

Lett Square.png
bottom of page