რატომ ლეტერატო - ლეტერატო

ჩვენს მოსწავლეებს უხარიათ ჩვენთან მოსვლა!

აკადემიის სასწავლო პროცესი აგებულია სრულიად ინოვაციურ  მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა ინტერაქტიულ სისტემას. სწავლება მიმდინარეობს

  • ქეისებით
  • როლური თამაშებით
  • სახალისო შეჯიბრებებით
  • ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ მოსწავლესთან
  • შეხვედრებით საინტერესო ადამიანებთან

მეთოდოლოგიის პრინციპია, მოზარდებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია და ამავდროულად მიეცეთ სტიმული, თავად მოიპოვონ მეტი ცოდნა საგნების მიმდინარეობისას განხილულ საკითხებზე.

ჩვენი მეთოდოლოგია ემყარება აშშ კრიტიკული აზროვნების ასოციაციის მიერ შექმნილ სისტემას, თუმცა მასალების თვალსაზრისით ასევე იყენებს სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასაც.

შექმნილი გარემო იძლევა როგორც მოსწავლეების თვითგამოხატვისა და საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბების საშუალებას, ასევე ავითარებს ანალიტიკური აზროვნების უნარს, რაც გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღების საფუძველია.

 

 

თითოეული მოდულის მიმდინარეობის პროცესში მოზარდები სწავლობენ

  • ინფორმაციის დამუშავებას მოვლენებზე დაკვირვებისა და ინფორმაციის ანალიზის შედეგად
  • ფაქტების სინთეზს
  • არგუმენტირებულ მსჯელობას
  • საკუთარი აზრის სწორად კომუნიკაციას.

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.