ხოსე რომერო - ლეტერატო

 

ხოსე რომერო წარმოადგენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპერტს. ამასთანავე მას კონცეპტუალიზაციისა და პროექტების მართვის სწავლების 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოში იგი ექსპერტულ ცოდნას უზიარებდა ტექნოლოგიების დარგში ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორიცაა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. განხორციელებული აქვს პროექტები უკრაინაში, ესტონეთში, ლიეტუვასა და აზერბაიჯანში. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ბიზნეს-ანალიტიკას, ბიზნეს-ინკუბატორების შექმნასა და გამართვას, ტექნოლოგიების გავრცელებასა და გადაცემას. 

ხოსე რომერო ფლობს მაგისტრის ხარისხს ინტელექტუალური საკუთრების განხრით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს პროგრამები ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ოქსფორდსა და კემბრიჯში. მას მოზარდებისა და სტუდენტების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

"ლეტერატოში" ხოსე რომერო ინოვაციებისა და ბიზნეს-უნარების კლასს ხელმძღვანელობს, რომელშიც იგი ერთგვარ იდეების ლაბორატორიას ქმნის, სადაც მოსწავლეები ინოვაციურ აღმოჩენებს აკეთებენ, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს ეუფლებიან და საკუთარ თავებს საქმიანობის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და იდეის განხორციელებაში ცდიან.

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.