მაიკ მარტლი - ლეტერატო

მაიკ მარტლი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, მაგრამ უკვე ოთხი წელია საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტია და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსაც ფლობს. მაიკი ამჟამად გატაცებულია მეცნიერებით, რომელიც მონაცემებს შეეხება და აქტიურად შეისწავლის მას, რაც მის თვალსაწიერს კიდევ უფრო აფართოებს.

მაიკ მარტლის სამუშაო გამოცდილება 15 წელზე მეტს მოიცავს. ეს გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია: ფინანსური მომსახურება, თავდაცვის სფერო, სამოქალაქო ორგანიზაციები, კომუნიკაციები. ამჟამად მაიკი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში „G4G” მუშაობს. ამ გამოცდილებამდე კი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. მაიკს ჩატარებული აქვს სხვადასხვა ტრეინინგები როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში, რომელიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ეხება, ხოლო ჩვენთან კრიტიკული აზროვნების ინგლისურენოვან კლასებს ხელმძღვანელობს.

მაიკს სწამს, რომ განათლება ჩვენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მიაჩნია, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს, რათა ადამიანმა არ შეწყვიტოს ზრდა და განვითარება, რომ ამ თვალსაზრისით კრიტიკული აზროვნება ადამიანს განსაკუთრებულ თვისებებს სძენს და იგი აუცილებელი პირობაა დღევანდელი სამყაროს სრულფასოვნად აღსაქმელად.

 

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.