პროგრამა უფროსკლასელებისთვის - ლეტერატო

 

ჩვენი პროგრამა სხვადასხვა კურსისგან შედგება და განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის. მათთვის ვისაც სურს:

  • გაიუმჯობესოს ზოგადი განათლება და ერუდიცია
  • გაიფართოვოს თვალსაწიერი და სახალისო, დინამიურ გარემოში იმსჯელოს საინტერესო ლიტერატურის გარშემო. გაიცნოს მანამდე უცნობი ლიტერატურის შედევრები და ჩაერთოს სახალისო, შემეცნებით მოგზაურობაში
  • აიმაღლოს ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები აქტუალური ქეისებისა და დავალებების მეშვეობით
  • დაეუფლოს ბიზნესის მართვის საფუძვლებს და ინოვაციურ აზროვნებას
  • შეისწავლოს ეკონომიკის საფუძვლები
  • უკეთ მოემზადოს ზოგადი უნარებისა და სხვა ტიპის ლოგიკური და სააზროვნო ტესტებისთვის  
  • დახვეწოს აზროვნების სიზუსტე და რთული დავალებების შემოქმედებითი გადაწყვეტა
  • შეხვდეს საინტერესო, წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, ჩაერთოს საინტერესო დისკუსიებში და დებატებში
  • სიღრმისეულად გაეცნოს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, ჟანრებს და დიდ შემოქმედებს

 

 

 ჩამონათვალი:

წიგნიერება და კრიტიკული აზროვნება

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა  ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

ორივე მოდული მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში

წიგნიერების კლასი მოიცავს ყოველწლიურად ოცამდე ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას, დამუშავებას და მსჯელობას 

კრიტიკული აზროვნების კლასში ვსწავლობთ აზროვნების  ისტორიასა და ძირითად ტექნიკებს, ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, რთული პრობლემების გადაჭრის ტექნიკებს, ვაუმჯობესებთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს, გუნდში მუშაობისა და პროექტის წარმართვის უნარებს ლოგიკურ, მათემატიკურ, ეთიკის, ფილოსოფიურ, პოლიტეკონომიურ საკითხებზე შემუშავებული ქეისების მეშვეობით 

  კვირაში 2-ჯერ

  თვეში მინიმუმ    8 გაკვეთილი        

  თითო              მეცადინეობა      1.5 საათი თვეში 220 ლარი ფასი სრულად მოიცავს სასწავლო მასალებს (სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და სხვა) მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრას და გასვლით გაკვეთილებს

 

მათემატიკური ლოგიკა

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა  ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

მათემატიკური ლოგიკის კლასში ვსწავლობთ აზროვნების სიზუსტეს, ლოგიკის საფუძვლებს, ლოგიკური ანალიზის პროცესს და ამ პროცესში საჭირო მიდგომებს, ზოგადი უნარების ტესტებთან მუშაობის ტექნიკებს და ნებისმიერი მათემატიკური, მეცნიერული თუ სხვა პრობლემის  გადაჭრის ლოგიკურ ხერხებს

ყველა შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, ჯგუფურ სამუშაოსა და სხვა მსგავს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს

 

  კვირაში 2-ჯერ

  თვეში მინიმუმ    8 გაკვეთილი  

  

თითო მეცადინეობა 1 საათი  თვეში 150 ლარი ფასი სრულად მოიცავს სასწავლო მასალებს (სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და სხვა) მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრას და გასვლით გაკვეთილებს

 

კრიტიკული აზროვნება ინგლისურ ენაზე

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა  ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

 

მოდული განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და აზროვნების უნარ-ჩვევები

კრიტიკული აზროვნების კლასში ვსწავლობთ ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, რთული პრობლემების გადაჭრის ტექნიკებს, ვაუმჯობესებთ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს, გუნდში მუშაობისა და პროექტის წარმართვის უნარებს ლოგიკურ, მათემატიკურ, ეთიკის, ფილოსოფიურ, პოლიტეკონომიურ საკითხებზე შემუშავებული ქეისების მეშვეობით 

  კვირაში 2-ჯერ

  თვეში              მინიმუმ 8          გაკვეთილი  

 თითო             მეცადინეობა     1.5 საათი  თვეში 250 ლარი ფასი სრულად მოიცავს სასწავლო მასალებს (სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და სხვა) მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრას და გასვლით გაკვეთილებს

 

ხელოვნების ისტორია

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა  ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

 

მოდული განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნა ხელოვნების სხვადასხვა დარგის, ჟანრის თუ მიმართულების შესახებ. კლასი მოიცავს სხვადასხვა კულტურებთან დაახლოებას.

სწავლება მიმდიინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც სახალისო დისკუსიების, პერფორმანსებისა თუ თავად მოსწავლეების მიერ შექმნილი ინსტალაციების წყალობით მოზარდები უკეთ ერკვევიან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მხატვრობა, არქიტექტურა, დიზაინი, კინემატოგრაფია და სხვა.

კლასის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებს აქვთ გასვლითი გაკვეთილები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.

 

  კვირაში 2-ჯერ

  თვეში მინიმუმ    8 გაკვეთილი

  თითო              მეცადინეობა      1 საათი  თვეში 120ლარი ფასი სრულად მოიცავს სასწავლო მასალებს (სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და სხვა) სპიკერებთან შეხვედრას და გასვლით გაკვეთილებს

 

ინოვაციებისა და ბიზნეს-უნარების კურსი ინგლისურად

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებაში, დააინტერესოს ისინი ბიზნესითა და მეწარმეობით, დაეხმაროს შეიძინონ საბაზისო უნარები იდეის პროდუქტად ქცევის, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, გააცნოს მოსწავლეებს მეწარმეობისა და ბიზნესის ფუნქციონირების საფუძვლები და ეკონომიკის საბაზისო პრინციპები და აგრეთვე გაუადვილოს მოსწავლეებს უცხო ენაზე აზრის ჩამოყალიბება, კონცეპტუალიზაცია და გლობალიზაციის პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

პროგრამა ინტერაქტიულია და მოიცავს ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, დისკუსიებსა და დებატებს. 

 კვირაში 2-ჯერ

 თვეში მინიმუმ    8 გაკვეთილი

  თითო         მეცადინეობა      1.5 საათი თვეში 220 ლარი ფასი სრულად მოიცავს სასწავლო მასალებს (სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და სხვა) სპიკერებთან შეხვედრას და გასვლით გაკვეთილებს

 

მონაცემთა მეცნიერება ინგლისურ ენაზე

აღწერილობა შეხვედრების რაოდენობა  ხანგრძლივობა   ფასი შენიშვნა

 

მოდული განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისათვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, სურს შეისწავლოს მონაცემებთან მუშაობის საფუძვლები და ის, თუ როგორ მიიღება რთული, მაგრამ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.

სამი თვის მანძილზე მოსწავლეები შეისწავლიან სტატისტიკის საფუძვლებს, პროგრამირებას, მონაცემთა ბაზების შექმნას და შემდეგ მონაცემების დამუშავებას. შეძლებენ მოცულობითი ინფორმაციის ვიზუალიზაციას პროგრამირების დახმარებით და შემდგომ შესაბამისი ანგარიშების მომზადებას

  კვირაში 1-ხელ

   

სრული კურსი მოიცავს სამ თვეს.

 თითო             მეცადინეობა     2 საათი

 სულ 900 ლარი ფასი მოიცავს მასალებს და  სპიკერებთან შეხვედრას 

 

შეარჩიეთ სასურველი მოდული? მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ

 

 

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.