ჩვენ შესახებ - ლეტერატო

არავინ დაობს, რომ განათლებული მომავალი თაობები ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის მთავარი ქვაკუთხედია. საზოგადოება, რომელიც არამხოლოდ აღჭურვილია შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, არამედ აქვს შესაბამისი ერუდიცია და პასუხისმგებლობა როგორც პიროვნულ გადაწყვეტილებებზე, ასევე არგუმენტებით გამყარებული, ჩამოყალიბებული აზრი და შესაბამისი წვლილის შეტანის პოტენიალი ქვეყნის მოწყობაზე, ადამიანის თავისუფლებებზე და საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განაპირობებს ქვეყნის წინსვლას და უზრუნველყოფს პიროვნების, ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობას.

ჩვენი აკადემია შექმნილია სწორედ ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად. იმისათვის, რათა გააფართოვოს მოზარდების თვალსაწიერი, აღჭურვოს ბავშვები შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, შეუვსოს ის ვაკუუმი, რომელიც არსებობს არგუმენტირებული მსჯელობის, სააზროვნო მასალის და საკუთარი თვითგამოხატვის მიმართულებებით, და ბიძგი მისცეს თითოეული ბავშვის აზროვნების თავისუფლებას, რაც საკვანძოა მათი შემდგომი განვითარებისთვის და როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული წარმატებისათვის ზრდასრულ ცხოვრებაში.

ჩვენი აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოზარდები არა მხოლოდ ინტელექტუალურად ვითარდებიან, არამედ პიროვნულადაც: სწავლობენ სხვისი აზრის მიღებას, მეგობრობას, თანადგომასა და სოციუმში ინტეგრაციას. ესაა სივრცე, სადაც თვითგამოხატვა და კითხვების დასმა აუცილებელი პირობაა. 

აკადემია იღებს მოსწავლეებს მეექვსე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით და მოიცავს ორ სხვადასხვა საფეხურს ასაკის მიხედვით.

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.