ხელოვნების ისტორია - ლეტერატო

 

თუ გსურთ, მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ განსხვავებული ხედვა, წარმოსახვის უნარი და სამყაროს ესთეტური ჭვრეტა, მაშინ ჩვენი აკადემიის ხელოვნების ისტორიის კლასები თქვენთვისაა.

ჩვენი კურსის ამოცანაა

  • გახსნას მოზარდებში არსებული შემოქმედებითი პოტენციალი
  • გააცნოს და შეაყვაროს მოზარდებს ხელოვნება
  • აზიაროს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს
  • შეასწავლოს ამ დარგების ძირითადი მიმდინარეობები, ჟანრები და დაანახვოს ისინი გლობალურად, ეპოქის ჭრილში

კურსი იძლევა საინტერესო მასალას მოზარდებში იდეების გენერირებისა და შემოქმედებითი რეალიზაციისათვის.

კლასის მსვლელობისას ინფორმაციის მიწოდება ხდება ინტერაქტიულად, თამაშების, ექსკურსიების, ვიზუალური მასალის მიწოდების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გზით.

ამავდროულად, საგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოზარდებმა შეიცნონ და გაითავისონ კულტურის არსი. სწავლება მოიცავს ღირებულებების, ურთიერთობების, შემოქმედების, გამოცდილების, ქცევებისა და დამოკიდებულებების იმ ერთობლიობის ანალიზს, რომელიც სხვადასხვა კულტურებს ერთმანეთისაგან გამოარჩევს. აღნიშნული ცოდნის შეძენა მოზარდებს მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის სამომავლოდ საზოგადოებრივ არენაზე თავისუფლად ფუნქციონირებისათვის.

 

პირობები

  • კურსი დაყოფილია საფეხურებად ასაკობრივი კატეგორიისა და პროგრამის მიხედვით
  • შეხვედრები იმართება კვირაში ორჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი
  • კურსის ღირებულებაა 120 ლარი თვეში
  • ღირებულება მოიცავს მასალებს, ყოველთვიურ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, საზეიმო ღონისძიებებს, გასვლით გაკვეთილებსა და ერთ ექსკურსიას

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ბმულს: :  Image result for link button

 

 

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.