მათემატიკური ლოგიკა - ლეტერატო

 

კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც სურს, აიმაღლოს ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.

21-ე საუკუნეში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უსაზღვრო ნაკადი, ერთ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული ათასი აზრი აბნევს მოზარდს, რომელსაც არ აქვს ხელსაწყო, რომელიც ჭეშმარიტი თუ მცდარი დასკვნების  დანახვაში დაეხმარება.

ჩვენი კურსის ფარგლებში მოზარდები დაეუფლებიან ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის წესებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, თანამედროვე სამყაროში არსებულ ულევ და ყოველდღიურად მზარდ ინფორმაციას შეხედონ გონების მიერ დადგენილი აზროვნების ზოგადი წესების ჭრილში და ამ წესებზე დაყრდნობით, შეუცდომლად გააანალიზონ ესა თუ ის ინფორმაცია.

მოზარდები მიეჩვევიან, მათემატიკა აღიქვან, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ეს მეცნიერება მათთვის აღარ იქნება ციფრებსა და უცნობებში გამომწყვდეული.

მათემატიკური ლოგიკის კლასში ვსწავლობთ აზროვნების სიზუსტეს, ლოგიკის საფუძვლებს, ცნებას, დებულებას, ჭეშმარიტების კორესპოდენციულ თეორიას, ლოგიკური ანალიზის პროცესს და ამ პროცესში საჭირო მიდგომებს. კურსი მოიცავს ზოგადი უნარების ტესტებთან მუშაობის ტექნიკებს და ნებისმიერი მათემატიკური, მეცნიერული თუ სხვა პრობლემის  გადაჭრის ლოგიკურ ხერხებს. კურსი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით და მონაცემებთან მუშაობით.

ყველა შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, ჯგუფურ სამუშაოსა და სხვა ინტერაქტიულ სავარჯიშოებს.

პირობები იხილეთ აქ

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.