ინოვაციისა და ბიზნეს-უნარების ინგლისურენოვანი კურსი - ლეტერატო

 

 პროგრამის „ინოვაცია და ბიზნეს-უნარები“ ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებაში, დააინტერესოს ისინი ბიზნესითა და მეწარმეობით, დაეხმაროს შეიძინონ საბაზისო უნარები იდეის პროდუქტად ქცევის, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, გააცნოს მოსწავლეებს მეწარმეობისა და ბიზნესის ფუნქციონირების საფუძვლები და ეკონომიკის საბაზისო პრინციპები და აგრეთვე გაუადვილოს მოსწავლეებს უცხო ენაზე აზრის ჩამოყალიბება, კონცეპტუალიზაცია და გლობალიზაციის პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. პროგრამა ინტერაქტიულია და მოიცავს ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, დისკუსიებსა და დებატებს. 

 

 კურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შექმნან საკუთარი იდეის პროტოტიპი, ჩამოაყალიბონ საკუთარი სტარტ-აპის კონცეფცია და მოახდინონ მისი ტესტირება, მონაწილეობა მიიღონ გუნდურ შეჯიბრებებში, პრობლემების გადაწყვეტასა და დებატებში.

კურსის შესახებ:

  • კურსს უძღვება უცხოელი პედაგოგი ხოსე რომერო,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპერტი კონცეპტუალიზაციისა და პროექტების მართვის სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით
  • პედაგოგი გამოირჩევა მენეჯერულ პოზიციებზე სერიოზული სამუშაო გამოცდილებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით
  • თითოეული მეცადინეობა ინტერაქტიულია
  • სწავლება მიმდინარეობს ცოცხალ მაგალითებზე დაყრდნობით და რეალური პროდუქტების შექმნის მეშვეობით
  • კურსი იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლისდამი, რაც აუმჯობესებს მათ უნარებს

კურსის შედეგები:

  • არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარები 

  • მართვისა და მმართველობის გაუმჯობესებული უნარები 

  • ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლებისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა

  • დროის, ფულისა და სხვა რესურსების უკეთ მართვის უნარები

  • ინგლისური ენის გაუმჯობესებული ცოდნა 

  • შემოქმედებითად და ინოვაციურად აზროვნების უნარები

  • ინგლისურად აზროვნების გაუმჯობესებული უნარები

  • უკეთესი საკომუნიკაციო უნარები

  • ინგლისურად ურთიერთობისა და დისკუსიის უკეთესი უნარები

     

     

დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ. რეგისტრაციისთვის კი დააჭირეთ აქ

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3
კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

ტელეფონი:+995 599 510 339

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.

ALorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed vel lorem mollis, posuere orci ac, sollicitudin ex. Suspendisse id tempus ligula. Donec at ornare lectus. Sed quis mattis augue.